ლუკა გაგნიძე
Aa
Aa

„ესპანეთში თამაში ახდენილი ოცნებაა“ | ლუკა გაგნიძის კომენტარი

„გრანადამ“ ლუკა გაგნიძე წარადგინა. ქართველი ფეხბურთელი ესპანურ კლუბში 23-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს და გაგნიძემ არ დამალა, რომ მისთვის ესპანეთში თამაში ახდენილი ოცნებაა.

„როდესაც ქალაქში ჩამოვედი, ვნახე, რომ აქ ყველა ფეხბურთით ცხოვრობს და ეს სპორტი ძალიან უყვარს. ლა ლიგის თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი, განსაკუთრებით, როდესაც გრანადა ბარსელონას ან რეალს ხვდებოდა და სწორედ ამიტომ, აქ გადმოსვლა ჩემთვის ახდენილი ოცნებაა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ აქ ვითამაშებდი.

გიორგი წიტაიშვილს ველაპარაკე. საქართველოს ნაკრებში ერთად ვთამაშობთ და მეგობრები ვართ. გიომ მითხრა, რომ საოცარ ქალაქში გადმოვედი და დიდ კლუბში ვითამაშებ. ერთი სული მაქვს, სადებიუტო შეხვედრას როდის ჩავატარებ. მთავარ მწვრთნელს ველაპარაკე და განმიმარტა, რომ სურს, გუნდისთვის ვითამაშო. მალაგასთან მატჩს მოუთმენლად ველოდები და ჩვენი მიზანი უმაღლეს დივიზიონში დაწინაურებაა.“

ცნობისთვის, „გრანადა“ ესპანეთის მეორე დივიზიონში, ლა ლიგა 2-ში გამოდის და მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. „როხიბლანკოსმა“ სამიდან სამი შეხვედრა წააგო და მომდევნო მატჩი 6 სექტემბერს, „მალაგას“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილია თოფურია არაა | ტერენს კროუფორდმა UFC-ში საუკეთესო მოკრივე დაასახელა
ილია თოფურია არაა | ტერენს კროუფორდმა UFC-ში საუკეთესო მოკრივე დაასახელა