გრანადამ ლუკა გაგნიძე ოფიციალურად წარადგინა
„გრანადამ“ ლუკა გაგნიძე ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაცია სტადიონზე გაიმართა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
შეგახენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, „დინამო მოსკოვმა“ და „გრანადამ“ შეთანხმებას მიაღწიეს და გაგნიძე ესპანურ კლუბს იჯარის წესით შეუერთდა.
ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის „გრანადა“ კარგად ნაცნობი გუნდია. გასულ სეზონში მისი მაისურით გიორგი წიტაიშვილი ასპარეზობდა და 36 შეხვედრაში 7 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
გაგნიძე მეორე ქართველია, ვინც „როხიბლანკოსის“ რიგებში ითამაშებს.
გეტყვით ასევე, რომ „გრანადა“ ესპანეთის მეორე დივიზიონში, ლა ლიგა 2-ში გამოდის და მიმდინარე სეზონი ცუდად დაიწყო. „როხიბლანკოსმა“ სამიდან სამი შეხვედრა წააგო და მომდევნო მატჩი 6 სექტემბერს, „მალაგას“ წინააღმდეგ ელის.