ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა | ნიურნბერგმა ისევ წააგო

გერმანიის ბუნდესლიგა ორის მესამე ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ „პრეუსენ მუნსტერს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო და სტუმრად გამართული მატჩი 1:2 დათმო.

ლოჩოშვილმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ლუკამ 12-დან 10 ორთაბრძოლა მოიგო, 62-დან 58 ზუსტი გადაცემა გააკეთა, 4 ვარდნა ჰქონდა, 4 სახიფათო მდგომარეობა განმუხტა, ბოლო წუთებზე ყვითელი ბარათი მიიღო და Sofascore-მა მისი თამაში 7.2 ქულით შეაფასა.

შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე გაიხსნა და გოლი ოლივერ ბატისტა მაიერმა გაიტანა. 43-ე წუთზე მარვინ შულცმა მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა, ლოჩოშვილს ვერც ერთ გოლში ვერ დავადანაშაულებთ. 74-ე წუთზე „ნიურნბერგმა“ ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი აღმოჩნდა.

ამრიგად, 3 ტურის შემდეგ, „ნიუნბერგს“ 0 ქულა აქვს და აუტსაიდერთა შორისაა. ლოჩოშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 აგვისტოს, „პადერბორნის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლივეირა: ჩემს პენსიაზე გაშვებას ცდილობენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 35 წლის ვარ
ოლივეირა: ჩემს პენსიაზე გაშვებას ცდილობენ, მაგრამ ჯერ მხოლოდ 35 წლის ვარ