გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

რა გეგმები აქვთ ჩაკვესთან მიმართებით | უოტფორდში ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრეს

„უოტფორდის“ სპორტული დირექტორის ასისტენტმა, ვალონ ბეჰრამიმ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. „კრაზანების“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაზე ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც, „ჩაკვეს“ გადაბირებით „ვალენსია“ ინტერესდება და „უოტფორდი“ მის გაყიდვას განიხილავს.

„არის თუ არა სიმართლე ჩაკვეტაძის პოტენციურ გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია? აბსოლუტურად არა! ამ მომენტისთვის, რაც გვინდა, არის, რომ მოედანს ჯანმრთელი დაუბრუნდეს. გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მისცენ თამაშის საშუალება და ფორმაში იყოს.

ამ წუთისთვის, მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. გიორგი საზღვარგარეთ იყო წასული და სპეციალისტთან გაიარა კონსულტაცია. ყველა საჭირო ინფორმაცია გვაქვს, რათა მის დაბრუნებაზე ვიფიქროთ. ჩაკვეტაძეს სურს, მოედანს 100 პროცენტით მზად დაუბრუნდეს და არა 99 პროცენტით. ამ წუთისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა და ზუსტად ამ მიზნისკენ მივდივართ.“

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძეს „ვალენსიას“ უკავშირებენ და ისიც დაიწერა, რომ „ღამურებმა“ გიორგისთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. ქართველ ფეხბურთელს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კროოსისა და მოდრიჩის შემცვლელად ხედავენ - რეალი უორტონს უმიზნებს
კროოსისა და მოდრიჩის შემცვლელად ხედავენ - რეალი უორტონს უმიზნებს