მესი და რონალდუ - ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური გუნდების კოშმარი
Aa
Aa

მესი და რონალდუ - ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური გუნდების კოშმარი

"ჩელსისა" და "ბარსელონას" შორის გუშინ გამართულ შეხვედრაში, ლეო მესიმ "არისტოკრატთა" კარი კარიერაში პირველად აიღო.

კრიშტიანო რონალდუსა და ლეო მესის სტატისტიკური მონაცემები ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს.

ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური გუნდების რისხვა სწორედ ეს ორი მოთამაშე გახლავთ.

UEFA-ს ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, პრემიერლიგის წარმომადგენელთა კარში მესის ანგარიშზე უკვე 18 გოლია. მეორე ადგილზე რონალდუა, რომელმაც გატანა 11-ჯერ შეძლო.

ამ ორი მონსტრის შემდეგ, სიაში მოდიან ტომას მიულერი 9 გოლი, რივალდო, სამუელ ეტოო და ედინსონ კავანი 8-8 გოლი.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სათავეში კრიშტიანო რონალდუ დგას, რომელსაც 147 შეხვედრასი 115 გოლი აქვს გატანილი. მეორე პოზიციას მესი იკავებს - 122 მატჩში 97 გოლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები