ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის პლეი ოფის მატჩს მოემსახურებიან
21 აგვისტოს, უეფას ევროპა საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის შეხვედრაშიმ თელ-ავივის მაკაბი კიევის დინამოს უმასპინძლებს.
ამ შეხვედრას ქართველი არბიტრები მოემსახურებიან. მთავარი მსაჯი გიორგი ყრუაშვილი იქნება. მას ასისტენტობას ლევან ვარამიშვილი და გიორგი ელიკაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გიორგი ავაზაშვილი იქნება, ხოლო ვიდეო რეფერის ასისტენტი - ბაკურ ნინუა.
შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, სერბეთში, ბაჩკა ტოპოლაში გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
წყარო: GFF.ge