ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელობა სურს

ჟოზე მოურინიომ მომავალში პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.

მისი თქმით, სანაკრებო დონეზე მისი პირველი გამოცდილება სწორედ საკუთარ სამშობლოსთან უნდა იყოს დაკავშირებული.

„პორტუგალიაში 2004 წლიდან არ მიმუშავია და არ მგონია, ჩემს ქვეყანაში შეეგუებიან იმას, რომ სხვა ნაკრებს ვწვრთნი. ჩემი დანიშნულება სანაკრებო ფეხბურთში - პორტუგალიის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანაა. არასდროს განმიხილავს ბრაზილიის ნაკრების ვარიანტი. ჩემი პირველი გამოცდილება სანაკრებო დონეზე პორტუგალიასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ პროფესიონალი ვარ და შემიძლია სხვა გუნდებით ვავარჯიშო, თუმცა მხოლოდ ისინი, რომლებთანაც რაღაც მაკავშირებს. ბრაზილია ჩვენს ქვეყნებთან ისტორიული კავშირის გამო, ინგლისი იმიტომ, რომ იქ ჩემი სახლია. იტალია იმიტომ, რომ იქ რამდენიმე წელი ვიმუშავე, მაგრამ ჩემი პირველი გამოცდილება ნაკრებთან, ჩემს ქვეყანაში უნდა იყოს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე 2024 წლიდან „ფენერბაჰჩეს“ წვრთნის და მისი ხელშეკრულება 2026 წლის ივნისის ჩათვლით არის გაფორმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიასთვის ხელმისაწვდომი არაა | რას წერენ ჩაკვეტაძეზე ესპანურ პრესაში
ვალენსიასთვის ხელმისაწვდომი არაა | რას წერენ ჩაკვეტაძეზე ესპანურ პრესაში