მარკ კუბანმა „დალასს“ წაგებისკენ მოუწოდა
Aa
Aa

მარკ კუბანმა „დალასს“ წაგებისკენ მოუწოდა

მარკ კუბანი შარშან იმ გუნდებს აკრიტიკებდა, რომლებიც მისი აზრით განზრახ აგებდნენ მატჩებს, რათა მაღალი დრაფტის არჩევნის უფლება მოეპოვებინათ, წლევანდელ სეზონში კი „დალასის“ მმართველმა თვითონ მოუწოდა „მევერიქსს“ რომ რაც შეიძლება მეტი მატჩი წააგონ.

ჯულიუს ირვინგთან ინტერვიუში მარკ კუბანმა აღნიშნა მე ბიჭებთან სადილისას გუნდის მომავალი გეგმები განვიხილე და ვუთხარი, რომ ჩვენი გუნდი საპლეიოფო ზონისგან იმდენად შორსაა სჯობს მოგების ნაცვლად განზრახ წაგებები დავიწყოთ. ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე სწორედ ესაა საუკეთესო გამოსავალი.

საინტერესოა, რომ „დალასმა“ შარშანდელი სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა, საპლეიოფო ზონას 1 საფეხურით აცდა და ვერც სასურველი დრაფტის არჩევნის უფლებაც ვერ მოიპოვა.

წლევანდელ სეზონში ტეხასელები 18 მოგებითა და 40 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები