ჩარლზ ოლივეირა, დენ ჰუკერი
Aa
Aa

„მხოლოდ ენას იფხანს“ - ოლივეირას თქმით, ჰუკერმა მასთან ჩხუბზე უარი თქვა

UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, ჩარლზ ოლივეირამ განაცხადა, რომ დენ ჰუკერმა მასთან ჩხუბზე უარი თქმა.

„დუ ბრონქსის“ თქმით, მას სხვადასხვა მოწინააღმდეგეს სთავაზობდნენ, თუმცა ისინი თავად ამბობდნენ უარს მასთან ჩხუბზე. 

„ეს ტიპები იყენებენ „თრეშ თოქს“, ტალახს მესვრიან, მაგრამ როგორც კი ვპასუხობ, ჩუმდებიან და იკარგებიან. მაგალითად, დენ ჰუკერი. ის მხოლოდ ენას იფხანს და უკვე დიდი ხანია. ეს საპნის ოპერა წლებია გრძელდება. ბევრს ლაპარაკობდა, სისულელეები თქვა, მაგრამ მაშინვე გაქრა, როგორც კი ბრძოლა შევთავაზე“, - თქვა ოლივეირამ.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელის მომდევნო მეტოქე აზერბაიჯანელი, რაფაელ ფიზიევი იქნება. მათი ბრძოლა რიო დე ჟანეიროში, 11 ოქტომბერს გაიმართება და ტურნირის მთავარი მოვლენაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე ხდება ხოლმე, ნურავის უსმენთ“ | დოლიძის კომენტარი ერნანდესთან ბრძოლის შემდეგ
„ასე ხდება ხოლმე, ნურავის უსმენთ“ | დოლიძის კომენტარი ერნანდესთან ბრძოლის შემდეგ