კინგსლი კომანი
Aa
Aa

ალ-ნასრი ძლიერდება | კინგსლი კომანი საუდის არაბეთში მიდის

კინგსლი კომანი „ბაიერნის“ დატოვებასთან ერთ ნაბიჯშია. ფრანგი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრია“ დაინტერესებული და საუდის არაბული კლუბი დარწმუნებულია, რომ მიზანს მიაღწევს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, კომანი და „ალ-ნასრი“ პირობებზე უკვე შეთანხმდნენ. კინგსლიმ მათ თანხმობა მისცა და კლუბებს შორის გამართული მოლაპარაკებების დასრულებას ელოდება. რომანოს მიხედვით, ტრანსფერს „ბაიერნის“ მწვანე შუქი აკლია.

რუდი გალეტი აცხადებს, რომ „ალ-ნასრის“ შეთავაზება 30 მილიონი ევროს ოდენობისაა და „რეკორდმაისტერი“ მას მომდევნო 24 საათში მიიღებს. დაიწერა, რომ „ალ-ნასრი“ ფერან ტორესის გაფორმებასაც ცდილობდა, მაგრამ რომანო ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ფერანთან მიმართებით „ალ-ნასრის“ ინტერესი არასდროს ჰქონია.

ცნობისთვის, კომანი „ბაიერნში“ 2015 წლიდან ასპარეზობს. თავდაპირველად, ის მიუნხენურ გრანდს იჯარის წესით შეუერთდა, შემდეგ კი „რეკორდმაისტერმა“ მისი კონტრაქტი გამოისყიდა. კინგსლი 29 წლის ფეხბურთელია და გარემარბის პოზიციაზე ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ის დანაკლისი სუპერთასზე - ტოტენჰემთან ნევეში არ იქნება
პსჟ-ის დანაკლისი სუპერთასზე - ტოტენჰემთან ნევეში არ იქნება