მოედანზე 60 წუთი გაატარა - ჰამბურგში გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა
2025/2026 წლების სეზონი იწყება. ჰამბურგმა კი წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი მალიორკასთან მატჩით დაასრულა. გერმანული გუნდი 0:2 დამარცხდა, თუმცა ყველაზე მთავარი ეს არ იყო.
ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ახალწვეული გიორგი გოჩოლეიშვილი, რომელმაც მინდორზე 60 წუთი დაყო და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ქართველი ფეხბურთელი ბევრს შრომობდა და გამუდმებით შეტევებში ერთვებოდა. ამის ფონზე ის დაცვაში ჩამოსვლასაც არ აგვიანებდა. ასევე, საჯარიმოში არაერთი მწვავე პასი გააკეთა, თუმცა თანაგუნდელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
ცნობისთვის, 24 წლის მარჯვენა მცველი ჰამბურგმა იჯარის წესით დაიმატა. გოჩოლეიშვილი გერმანულ კლუბში სეზონის ბოლომდე იასპარეზებს და „როტოზენს“ მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ექნება.
ასევე გეტყვით, რომ ჰამბურგი შემდეგ მატჩს გერმანიის თასზე 16 აგვისტოს პირმასენსის წინააღმდეგ გამართავს. რაც შეეხება ბუნდესლიგას, პირველ ტურში, 24 აგვისტოს გლადბახს ესტუმრება.