ანრი: "მესის ჩრდილიდან გამოსასვლელად ნეიმარმა სპორტის სახეობა უნდა შეიცვალოს"
"ბარსელონას" ყოფილმა მოთამაშემ, ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ნეიმარის "პსჟ"-ში გადასვლის მიზეზებზე თავისი პოზიცია დააფიქსირა და ეს საკმაოდ ხმაურიანადაც გააკეთა.
"ნეიმარი იმიტომ წავიდა, რომ მესის ჩრდილიდან გამოსულიყო? ყველა ფეხბურთელი მესის ჩრდილშია. ასე, რომ თუ ნეიმარს ამ ჩრდილისგან თავის დაღწევის სურვილი აქვს, მან სპორტის სხვა სახეობა უნდა აირჩიოს".
ანრის პოზიცია საკმაოდ მკაფიო და მკაცრია და როგორც ჩანს, ის იმ ვერსიის მომხრეა რომლის მიხედვითაც, ნეიმარი პარიზში გადასვლას წარმოუდგენლად მაღალი ანაზღაურების გამო დათანხმდა.