ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„არმანი ილიასთან ჩხუბს ყველაზე მეტად იმსახურებს, მაგრამ...“ | კორმიე თოფურიაზე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დენიელ კორმიემ, მსუბუქ წონით დივიზიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. „დისიმ“ ილია თოფურიას მომდევნო მეტოქეზე გააკეთა კომენტარი და განმარტა, თუ რატომ შეიძლება „ელ მატადორმა“ არმან ცარუკიანთან ჩხუბზე უარი თქვას.

„ეჭვგარეშეა, რომ არმან ცარუკიანი საჩემპიონო ორთაბრძოლას ყველაზე მეტად იმსახურებს, თუმცა საჭიროა, სიტუაციას თოფურიას გადმოსახედიდან შევხედოთ. არმანი ერთხელ უკვე ჩაეხსნა სატიტულო ბრძოლას, რის გამოც შესაძლოა ილიას აფიქრებდეს, რომ მსგავსი რამ კვლავ განმეორდება.

ამასთან, თოფურიას სხვა ვარიანტებიც აქვს. ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბის შემდეგ პედი პიმბლეტი ოქტაგონში შევიდა, სადაც მან და ილიამ მზერათა დუელი გამართეს. ამ სცენის დავიწყება რთულია და ალოგიკური იქნებოდა, მათი დაპირისპირების შემდეგ სხვა ორთაბრძოლა გვეხილა.

მესმის, რატომ არის არმანი იმედგაცრუებული, მაგრამ მეორე მხარეც უნდა გავითვალისწინოთ. ილიას მიზანი მხოლოდ ტიტულის შენარჩუნება კი არ არის — მას უნდა ჰქონდეს სრული გარანტია, რომ მეტოქე წონას ჩააბარებს და ბრძოლა ნამდვილად შედგება. არ ვამბობ, რომ ცარუკიანი კიდევ ერთხელ ჩამოშორდება ბრძოლას, თუმცა უბრალოდ ვცდილობ ავხსნა, რატომ შეიძლება ილიამ არმანთან ჩხუბი არ მოინდომოს.“

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანს 2024 წლის აპრილის შემდეგ არ უჩხუბია და ბოლო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირა, მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება ილიას, მან „დუ ბრონქსი“ პირველ რაუნდში დაანოკაუტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცარუკიანი: ვინმე ეტყვის თოფურიას, რომ მაკგრეგორი არ არის?
ცარუკიანი: ვინმე ეტყვის თოფურიას, რომ მაკგრეგორი არ არის?