„პატარ-პატარა რყევებს არ უნდა შევეგუოთ“ | კორღალიძის პრესკონფერენცია
UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერია’’ საპასუხო მატჩში „მიხეილ მესხზე’’ ესტონეთის ჩემპიონ „ლევადიას’’ მიიღებს. ლევან კორღალიძემ მატჩისწინა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
ლევან კორღალიძე:
„გასვლით მატჩში მომენტები ვერ გამოვიყენეთ. როცა ამდენ მომენტს ვერ გამოიყენებ, გოლის გაშვების შანსი არის. ეროვნულ ჩემპიონატში ასეთ მომენტებს ვიყენებთ, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მომენტები ვერ გამოვიყენეთ. იმედი გვაქვს, რომ გასვლაზე რა მომენტებიც ვერ გამოვიყენეთ, თბილისში შევქმნით და გავიტანთ“.
„ლევადიას მწვრთნელმა თქვა, რომ გვაჯობეს, მაგრამ მათ პირველად კარისკენ 70-ე წუთზე კარისკენ. ამდენ რეალურ მომენტებს უმაღლეს ლიგაში ვერ ვქმნით, რამდენიც გასვლაზე შევქმენით“.
„ღიად უნდა ვისაუბროთ, მე ხელმძღვამელების მხრიდან დიდი ნდობა მაქვს. ჩემპიონები გავხდით, სანახობრივ და შედეგიან ფეხბურთს ვაჩვენებთ. ვერ ვიტყვი, რომ დაღმასვლა გვაქვს, მაგრამ პატარ-პატარა რყევები არის. რყევებს არ უნდა შევეგუოთ და მდგომარეობა გამოვასწოროთ. ახლა ჩემზე და ფეხბურთელებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. თუ ცუდი სცენარი იქნება, შემდეგ გადაწყდება, დავრჩები გუნდში თუ არა. კლუბის ხელმძღვანელების მხრიდან ზურგს ნდობა მიმაგრებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმატებული თამაშიდან გამომდინარე. მჯერა ჩემი ფეხბურთელების, ქომაგების დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ბარიერს დავძლევთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ“.
გიორგი მაკარიძე:
„წაგებული თამაშების შემდეგ რწმენა გერყევა, ამიტომ ხვალინდელი მატჩის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეტი რწმენა და თავდაჯერება გვქონდეს“.
„ლევადიამ’’ შინ ერნესტ აგირის ერთადერთი გოლით „იბერიას’’ მოუგო (1:0). საპასუხო მატჩი ხვალ, 20:00 საათზე დაიწყება.
მიმდინარე ევროსეზონში საქართველოს ჩემპიონმა სამივე თამაში დათმო, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „მალმიოსთან’’ ორივე მატჩში ერთნაირი ანგარიშით 1:3 დამარცხდა.
სამწუხაროდ, კორღალიძის გუნდმა ესტონეთშიც ვერ აჩვენა სასურველი თამაში, საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა და მატჩის მიწურულს გიორგი მაკარიძის უხეში შეცდომის შემდეგ გოლი გაუშვა.