ოთარ კაკაბაძე, კრაკოვია
Aa
Aa

კაკაბაძემ პენალტი გამოიმუშავა - კრაკოვიამ ტერმალიკა დაამარცხა

პოლონური ექსტრაკლასას მეორე ტურში „კრაკოვიამ“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მცველი, ოთარ კაკაბაძე იცავს, საკუთარ მოედანზე „ბრუკ-ბეტ ტერმალიკა“ დაამარცხა - 2:0.

ანგარიში 21-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ოთარ კაკაბაძის დარტყმის შემდეგ „ტერმალიკას“ მცველმა ხელით ითამაშა და მასპინძლებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც ზუსტად აიდინ ჰასიჩმა შეასრულა. 78-ე წუთზე მაურო პერკოვიჩმა თავური დარტყმით „კრაკოვიას“ უპირატესობა გაზარდა.

რაც შეეხება კაკაბაძეს, მან მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან 7.1-იანი შეფასება დაიმსახურა. ქართველი მცველის სტატისტიკა ასეთი იყო: 11-დან 5 მოგებული ორთაბრძოლა, 3-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 2 ჩაჭრა, 55 შეხება ბურთთან, 30-დან 21 ზუსტი პასი (70%), 2 საკვანძო პასი, 5-დან 2 ზუსტი გრძელი პასი, 1 დაბლოკილი დარტყმა და 1 დარტყმა კარისკენ. კაკაბაძემ 17-ჯერ დაკარგა ბურთი, ორჯერ დაჯარიმდა და მეტოქესაც ორჯერ დაარღვევინა წესები.

ორი მატჩის შემდეგ „კრაკოვია“ 6 ქულით პოლონური ექსტრაკლასას სატურნირო ცხრილის სათავეშია. მომდევნო მატჩს კაკაბაძის გუნდი 3 აგვისტოს, შინ, გდანსკის „ლეხიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლი გაიტანა და მომენტები ჰქონდა | გულიაშვილის სარაევომ კრაიოვას მოუგო
გოლი გაიტანა და მომენტები ჰქონდა | გულიაშვილის სარაევომ კრაიოვას მოუგო