ლაპორტა: მსოფლიოს საკლუბოზე ბარსასაც უნდა ეთამაშა, ალბათ ჩვენ მოვიგებდით
„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა, სადაც მის გუნდს არ უთამაშია.
– რას ფიქრობთ იმაზე, რომ „ბარსამ“ ვერ ითამაშა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე?
„ეს ტურნირი ტარდება ოფიციალური კალენდრის მიღმა, მაშინ, როცა ყველა ძირითადი ტურნირი უკვე დასრულებულია. ასეთ დროს ფეხბურთელებს თამაშზე მეტად, გონება არდადეგებზე ფიქრობს. თუმცა, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მინდოდა ბარსა ამ ტურნირზე ენახათ, რომელსაც დიდი ალბათობით, ჩვენ მოვიგებდით.
მეორე მხრივ, მონაწილეობაზე უარის თქმას თავისი პლუსიც აქვს - ახლა ჩვენი მოთამაშეები ნაკლებად გადაღლილები იქნებიან, რაც მჭიდრო სეზონის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას - არ მომწონს, რომ ჩვენ იქ არ ვიყავით. ამის შესახებ ფიფას პრეზიდენტთანაც ვისაუბრე. ვფიქრობ, ბარსელონა იმ ტურნირზე თავისი ისტორიის გამო აუცილებლად უნდა ყოფილიყო. გაიცა ვაილდ-ქარდები კლუბებისთვის, რომელთაც, მთელი პატივისცემის მიუხედავად, იმ დონის ისტორია არ აქვთ, როგორიც ბარსას“.
- განაცხადა ლაპორტამ.