გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

ქვილითაიამ პენალტი გაიტანა | არისმა დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

უეფა-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი ქვილითაიას „არისის“ მეტოქე „პუშკაშ აკადემია“ გახლავთ. კვიპროსულმა კლუბმა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და დრამატულ ბრძოლაში იმარჯვა - 3:2.

„არისმა“ ანგარიში მეექვსე წუთზე გახსნა და ჯეიდენ მონტნორის გოლით დაწინაურდა. მე-16 წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტის ნიშნულთან ქვილითაია მივიდა და უშეცდომოდ დაარტყა - 2:0.

ქართველმა ფეხბურთელმა მოედანზე 60 წუთი გაატარა, მისი გასვლის შემდეგ კი „პუშკაშ აკადემიამ“ წონასწორობა აღადაგინა. ლამინ კოლი დუბლით გამოირჩა, ხოლო შეხვედრის საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე, სემედომ დააფიქსირა.

ცნობისთვის, ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება. რაც შეეხება ქვილითაიას სტატისტიკას, მან მეტოქის კარისკენ 3-ჯერ დაარტყა, ერთხელ მეკარემ აუღო, ერთხელ - არაზუსტად. გიორგი ბურთს 30-ჯერ შეეხო და 18-დან 14 ზუსტი გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნაპოლიმ შესაძლოა სტერლინგი დაიმატოს
ნაპოლიმ შესაძლოა სტერლინგი დაიმატოს