ნაპოლიმ შესაძლოა სტერლინგი დაიმატოს
„ნაპოლი“ რაჰიმ სტერლინგის მიმართ ინტერესს იჩენს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნეაპოლელებს კიდევ ერთი ვინგერის გაფორმება სურთ, ინგლისელი ფეხბურთელი კი თავად „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს მოსწონს.
როგორც გამოცემა წერს, განიხილება აგრეთვე ჯეკ გრილიშისა და ფედერიკო კიეზას კანდიდატურები.
მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ „ჩელსი“ სტერლინგის გაყიდვას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ რაჰიმმა გასული სეზონი „არსენალში“ იჯარის წესით გაატარა. მან 28 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე მოქმედება გააკეთა.
გეტყვით ასევე, რომ „ჩელსისთან“ მისი კონტრაქტი 2027 წლის ივლისს იწურება. Transfermarkt-ზე სტერლინგის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.