ჩელსიმ შესაძლოა სტერლინგი გაყიდოს
„ჩელსი“ რაჰიმ სტერლინგის გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ ბენ ჯეიკობსი წერს.
Givemesport-ის კორესპონდენტისა და TalkSport-ის კომენტატორის ინფორმაციით, „არისტოკრატები“ მზად არიან, 30 წლის ინგლისელი ვინგერი 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ დათმონ.
გავრცელებული ინფორმაციით, რაშიმის მიმართ ინტერესს იჩენენ „ლევერკუზენი“ და „იუვენტუსი“.
შეგახსენებთ, რომ სტერლინგმა გასული სეზონი „არსენალში“ იჯარის წესით გაატარა. მან 28 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე მოქმედება გააკეთა.
გეტყვით ასევე, რომ „ჩელსისთან“ მისი კონტრაქტი 2027 წლის ივლისს იწურება. Transfermarkt-ზე სტერლინგის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.