„მჯერა, რომ სწორი არჩევანი გავაკეთეთ“- პაოკ-ის მწვრთნელმა გუგეშაშვილზე ისაუბრა
პაოკ-ის მთავარმა მწვრთნელმა, რაზვან ლუჩესკუმ გუნდის ახალწვეულისა და საქართველოს ნაკრების მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი მეკარის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
რას ამბობს ლუჩესკუ:
„ლუკას მიმართ ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს. მას ადაპტაციისთვის გარკვეული დრო სჭირდება, დრო, რომლითაც მიხვდება რა განსხვავებაა პაოკში იმ ვალდებულებებისა და ზეწოლისგან, რომელიც „პანსერაიკოსში“ ჰქონდა. თუმცა, ის კარგი ფეხბურთელია, ფეხით თამაშობს და იმედი მაქვს ჩვენს სათამაშო სტილსაც მოერგება, თუ როგორ უნდა ითამაშოს საფრთხის თავიდან ასარიდებლად. დღითი დღე ვგრძნობ, რომ ჩვენთვის კარგი არჩევანი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ლუკა გუგეშაშვილმა გასული სეზონი ბერძნულ „პანსერაიკოსში“ ჩაატარა, ახალი სეზონიდან კი ამავე ქვეყნის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ პაოკ-ში ითამაშებს.