სპაერი
Aa
Aa

„სპაერის კონტრშეტევებისას ყურადღებით უნდა ვიყოთ“ - აუსტრიას მწვრთნელი

დღეს თბილისის „სპაერი“ ისტორიაში პირველად ევროტურნირზე ითამაშებს - კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისური გუნდის მეტოქე ვენის „აუსტრია“ იქნება. ავსტრიელების მთავარმა მწვრთნელმა, შტეფან ჰელმმა მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და თბილისურ გუნდზე ისაუბრა.

შტეფან ჰელმი:

„სპაერი კონფერენს ლიგაზე საქართველოს თასიდან მოხვდა. როგორც მეორე ლიგის წარმომადგენელმა, ამ გუნდმა პირველი ლიგის წარმომადგენელი გუნდები კონტრშეტევითი ფეხბურთით დაამარცხა და ამ მხრივ ყურადღება გვმართებს.

მომდევნო ეტაპზე გასვლა გვსურს, ამისათვის კი, როცა ბურთი არ გვექნება, აგრესიულად უნდა ვითამაშოთ. თუ მეტოქე მთელი გუნდით თავს დაიცავს, მოთმინება გვმართებს. გვსურს, ამ სეზონში უფრო არაპროგნოზირებადი გუნდი ვიყოთ და მეტოქეებს საქმე გავურთულოთ“.

ცნობისთვის, აუსტრიას დღეს ტრავმის გამო მცველი ფილიპ ვიზინგერი ვერ დაეხმარება, ხოლო გუნდის ახალწვეული, გერმანელი ფორვარდი იოჰანეს ეგეშტაინი ჯერჯერობით სათამაშოდ მზად არაა.

შეგახსენებთ, რომ „აუსტრია“-„სპაერის“ მატჩი დღეს ვენაში, ფრანც ჰორის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი ესტონეთში - იბერია 1999 და დაუწერელი საფეხბურთო კანონი
მარცხი ესტონეთში - იბერია 1999 და დაუწერელი საფეხბურთო კანონი