კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი | ქართული კლუბების პოტენციური მეტოქეები
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. ევროტურნირზე მოსახვედრად „იბერია 1999“, „სპაერი“, „ტორპედო“ და „დილა“ იბრძვიან და მათი პოტენციური მოწინააღმდეგეების ვინაობა გაირკვა.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში „იბერია 1999“ „ნიუ სეინთსისა“ და „დიფერდანჟის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. თბილისური კლუბი პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს.
„დილას“ მომდევნო მეტოქე „სუტიესკასა“ და „ბეითარის“ წყვილში საუკეთესო იქნება. გორელები პირველ თამაშში მასპინძლები იქნებიან. ქუთაისის „ტორპედო“ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „არაზისა“ და „არისის“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება. „სპაერი“ – „ბანიკი“-„ლეგიას“ მოგებულს.
ცნობისთვის, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „სპაერი“ ვენის „აუსტრიას“ ხვდება. „იბერია 1999“-ის მეტოქე „ლევადია გახლავთ. „დილა“ „რიგას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ტორპედო“ საუკეთესოს ვინაობას „ომონიასთან“ გაარკვევს.