შოთა მახარაძე
Aa
Aa

პეტროკუბმა ბირკირკარა გამოთიშა | ქართველი მწვრთნელის წარმატება კონფერენს ლიგაზე

UEFA-ს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შოთა მახარაძის გაწვრთნილმა „პეტროკუბმა’’ მალტური „ბირკირკარას’’ ბარიერი დაძლია. პირველი მატჩი „ბირკირკარამ’’ შინ 1:0 მოიგო, საპასუხო მატჩში „პეტროკუბმა’’ დამაჯერებლად, 3:0 გაიმარჯვა. გუნდის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი მიჰაი ლუპანია, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „პეტროკუბი'' აზერბაიჯანულ „საბაჰს'' დაუპირსიპირდება. პირველი შეხვედრა მოლდოვაში 24 ივლისს გაიმართება, საპასუხო მატჩი  - 31 ივლისს. თუ აზერბაიჯანულ ბარიერს დაძლევს, მესამე ეტაპზე „პეტროკუბის'' მეტოქე ბულგარულ „ლევსკისა'' და პორტუგალიურ „ბრაგას'' შორის მოგებული იქნება.

45 წლის ქართველმა სპეციალისტმა „პეტროკუბის’’ მთავარი მწვრთნელის პოსტი ამ სეზონის დაწყებამდე დაიკავა. მახარაძის ხელმძღვანელობით მოლდოვის ჩემპიონატში „პეტროკუბმა’’ ოთხი მატჩი ჩაატარა, დაუმარცხებელია, 8 ქულით მესამე ადგილს იკავებს.

მახარაძე „შერიფის’’ აკადემიაში მუშაობდა, მისმა გაწვრთნილმა „შერიფის’’ 19-წლამდე გუნდმა UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ითამაშა. „პეტროკუბის’’ მთავარ მწვრთნელად დანიშვნამდე მოლდოვის 19-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ანდრეი კორნეენკოვს ეხმარებოდა.

შოთა მახარაძე პრო ლიცენზიის მფლობელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები