ილია თოფურია
Aa
Aa

თოფურია: ყოველთვის „რეალისკენ“ ვარ, რაც არ უნდა მოხდეს

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ AS-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ფეხბურთზეც ილაპარაკა.

„ელ-მატადორი“ მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარია და და მან ახსნა, თუ რატომ უჭერს მხარს სამეფო გუნდს.

26 ოქტომბერს, ლა ლიგის მატჩში „რეალი“ და „ბარსელონა“ ითამაშებენ.

„მე ყოველთვის „რეალისკენ“ ვარ, რაც არ უნდა მოხდეს. ჩემი პროგნოზი „მადრიდის“ გამარჯვებაა“, - აღნიშნა ილია.

კითხვაზე, საიდან გაუჩნდა ფეხბურთისა და „რეალის“ მიმართ სიყვარული, მან ასე უპასუხა:

„ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ფეხბურთით. ბავშვობაში ხშირად ვატარებდით დიდ დროს მეგობრებთან ერთად უბანში, სკოლაში. ფეხბურთი ბევრს აერთიანებს. მე ყოველთვის მიყვარდა ის და ყოველთვის „რეალის“ გულშემატკივარი ვიყავი. არის რაღაცები, რასაც თავად ირჩევ, და არის რაღაცები, რაც გირჩევს შენ. ვფიქრობ, „რეალის“ ფანებმა ამირჩიეს მე, რადგან ისინი ყოველთვის მინერგავდნენ რაღაც უნიკალურს, რასაც სხვა არც ერთი გუნდი. მახსოვს, როგორ ვუყურებდი გუნდის მატჩებს და ამაზე სერხიო რამოსსაც კი ვესაუბრე. ის ყველაზე მეტად მომწონდა და პატარაობისას ყოველთვის მისი მაისური მეცვა. მისი პირადად გაცნობისა და მასთან ცოტა დროის გატარების შესაძლებლობა – ეს საოცრებაა. ვფიქრობ, რომ „რეალი“ ყოველთვის განასახიერებდა ჩემთვის მსგავს ფასეულობებს, როგორც ყველასთვის. სიმტკიცე, დაბრკოლებების გადალახვა, რწმენა და ის ფაქტი, რომ რაც არ უნდა რთული იყოს, არასოდეს დანებდე. რომ ყოველთვის შეიძლება უკეთესი შედეგის მიღწევა და სიტუაციის შემობრუნება. მე ყოველთვის მტკიცედ მჯეროდა ამ ფასეულობების და ყოველთვის მინდოდა მათი დაცვა გამეგრძელებინა,“ – თქვა თოფურიამ.

შეგახსენებთ, რომ „მატადორი“ ჩემპიონი 29 ივნისს გახდა, როდესაც ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. ამის შემდეგ, თოფურია ოქტაგონში არ გამოჩენილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თუ წააგო, არ მგონია, მასთან ვიჩხუბო“ | თოფურიამ მახაჩევზე ისაუბრა
„თუ წააგო, არ მგონია, მასთან ვიჩხუბო“ | თოფურიამ მახაჩევზე ისაუბრა