გიორგი მიქაუტაძე, პაულო ფონსეკა
Aa
Aa

ლიონის პრობლემები დამაგვირგვინებელ ფაზაში | ფონსეკას მიქაუტაძე აკლია

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულო ფონსეკამ, პრესკონფერენცია გამართა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა პრობლემებზე, რომლებიც „ლიონს“ დამაგვირგვინებელ ფაზაში აქვს, და გიორგი მიქაუტაძე ახსენა.

„მარტივია დავასახელოთ მიზეზი, თუ რატომ გვიჭირს გოლების გატანა. დღესდღეობით კოლექტიურ ძალისხმევაზე ვართ დამოკიდებული, ინდივიდუალურზე კი – არა. ბოლო წლებში, როდესაც პრობლემები გვქონდა, გვყავდა ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ შერკი, ალმადა, ლაკაზეტი და მიქაუტაძე – მოთამაშეები, რომლებსაც გოლის გატანა შეეძლოთ.

დღესდღეობით ბევრ მომენტს ვქმნით, მაგრამ იგივე ინდივიდუალური ხარისხი აღარ გვაქვს. სამაგიეროდ, კოლექტიურად უფრო ძლიერი გუნდი ვართ. ალბათ, მეტი მომენტი უნდა შევქმნათ, რათა მეტი გოლი გავიტანოთ.“

ცნობისთვის, საფრანგეთის ლიგა 1-ის რვა ტურში „ლიონმა“ 15 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციაზე იმყოფება. მიქაუტაძის ყოფილმა გუნდმა მხოლოდ 11 გოლი გაიტანა, რაც ლიგა 1-ის ტოპ 10 გუნდებში, „რენთან“ ერთად, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია: ჩემი ნება რომ იყოს, პედისთან ბრძოლა უფრო მსურს
თოფურია: ჩემი ნება რომ იყოს, პედისთან ბრძოლა უფრო მსურს