გურამ კაშია
Aa
Aa

შესაძლოა, სლოვანში ჩემი ბოლო სეზონია | კაშია კვლავ ჩემპიონობას უმიზნებს

სლოვაკეთის ჩემპიონი „სლოვანი’’ ამხანაგურ მატჩში დანიის ვიცე-ჩემპიონ „მიდტიულანდთან’’ 1:4 დამარცხდა. პირველი გოლის ეპიზოდში გურამ კაშია უხეშად შეცდა, მისი ვარდნა წარუმატებელი იყო, შემდეგ კი ოპონენტმა გაასწრო. ასევე, კიდევ ერთი ეპიზოდი იყო, როცა დაზღვევაზე თამაშს ცდილობდა, მაგრამ საკმაოდ ნელა იმოქმედა და მეტოქეს დარტყმის საშუალება მისცა.

გურამ კაშიამ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა „სლოვანში’’ ბოლო სეზონს ატარებს: „ფეხბურთი მიყვარს. ამიტომ ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია „სლოვანში’’ თამაში გავაგრძელო. ვიცი რომ ეს შესაძლოა ჩემი ბოლო სეზონია „სლოვანში’’ და კლუბის წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვიცი რასაც ელიან ჩემგან როგორც ფეხბურთელისგან და გუნდის ერთ-ერთი ლიდერისგან. მოუთმენლად ველი ჩემი დავალებების შესრულებას. მინდა ყველაფერი გავიღო, გავიმარჯვო და ისევ მოვიგო ტიტული’’.

38 წლის გურამ კაშია 2021 წლის ზაფხულიდან „სლოვანის’’ ფეხბურთელია. სლოვაკეთის ჩემპიონი 4-ჯერ გახდა. ასევე, გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ითამაშა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა. Transfermarkt-ის მონაცემებით, 2021 წლიდან მოყოლებული „სლოვანში'' 165 მატჩში (13 484 წუთი) 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა, 26 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ფეხბურთელი სერია C-ში | რავენამ ლორთქიფანიძეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა
ქართველი ფეხბურთელი სერია C-ში | რავენამ ლორთქიფანიძეს ახალი კონტრაქტი გაუფორმა