გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

კორბერანის უშუალო მოთხოვნით - ვალენსია ჩაკვეტაძეს სერიოზულად განიხილავს

გიორგი ჩაკვეტაძის მომავალთან დაკავშირებით როგორც ინგლისურ, ასევე ესპანურ სპორტულ პრესაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება. მართალია, „უოტფორდის“ ახალი მთავარი მწვრთნელი პაულო პეცოლანო ქართველ ნახევარმცველზე დიდ იმედებს ამყარებს, მაგრამ სრულიად შესაძლებელია გიორგიმ სეზონი სულ სხვა კლუბში და სულ სხვა ქვეყანაშიც დაიწყოს.

TribunaVCF-ის ცნობით, „ვალენსიას“ მთავარი მწვრთნელი კარლოს კორბერანი კლუბის ხელმძღვანელებს უკვე ესაუბრა და მათგან ვერ მიიღო იმის გარანტიები, რომ გუნდის ლიდერების, ხავი გერასა და კრისტიან მოსკერას შენარჩუნება მოხერხდება. მათი წასვლის შემთხვევაში კი, „ღამურების“ დამრიგებელი ნახევარდაცვის გაძლიერებას ითხოვს და მისთვის პრიორიტეტული ვარიანტი ჩაკვეტაძეა. მოსკერას „არსენალში“ 20 მილიონ ევროდ გაყიდვა თითქმის გადაწყვეტილია, ხოლო აღებული თანხის ნაწილი სწორედ „უოტფორდიდან“ ჩაკვეს ტრანსფერის გამოსყიდვას უნდა მოხმარდეს.

ცნობისათვის, ინგლისის ჩემპიონშიპის გასულ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძის ანგარიშზე 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა გახლდათ, გათამაშების ბოლო რამდენიმე შეხვედრა კი ტრავმის გამო გამოტოვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
La Nazione: გოგლიჩიძის მსურველთა რიგებს პარმა და სასუოლო დაემატნენ
La Nazione: გოგლიჩიძის მსურველთა რიგებს პარმა და სასუოლო დაემატნენ