გიორგი გაგუა
Aa
Aa

“საკითხი თითქმის გადაწყვეტილია“ - გაგუა აელ-ში ტრანსფერზე

ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში აქტიურად იწერება, რომ გიორგი გაგუა კარიერას აელ-ში გააგრძელებს.

გუშინ CrystalSport-მა ექსკლუზიურად გაცნობათ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება თითქმის დასრულებულია.

დღეს, გიორგიმ მცირე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მართალია, საკითხი უკვე თითქმის გადაწყვეტილია. თუმცა აელ-თან კონტრაქტი ჯერ არ გამიფორმებია და შეკრებაზე ისევ „ისტრასთან“ ერთად ვიმყოფები“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან თავდამსხმელმა.“

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულში გაგუა „ისტრას’’ ფეხბურთელი გახდა, ხორვატიის ჩემპიონატის 28 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. ტრამეცანის ხელმძღვანელობით 13 მატჩში 1 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი გააკეთა.

გიორგი გაგუა ოფიციალურად „ალავესის'' მოთამაშე 2019 წლის ოქტომბერში გახდა, კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებდა, მაგრამ რადგან პირველ გუნდში თამაშის შანსი არ მისცეს, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ და 2024 წლის ზაფხულში კარიერა ხორვატიულ „ისტრას'' დაუკავშირა. ასევე გეტყვით, რომ 2022-23 წლების სეზონი იჯარით ესპანეთის რანგით მესამე ლიგის „რეალ უნიონში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 28 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

23 წლის ფორვარდს საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ივნისში ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა, თუმცა არ ათამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია“ - Record ქოჩორაშვილზე
“კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია“ - Record ქოჩორაშვილზე