სპაერი
Aa
Aa

სპაერთან თამაშისთვის 100%-ით მზად ვიქნებით | აუსტრიას ფეხბურთელის კომენტარი

ვენის „აუსტრიას’’ 26 წლის ნახევარმცველის, დომინიკ ფიცის თქმით, გუნდი კონფერენს ლიგაზე „სპაერთან’’ თამაშისთვის 100 პროცენტით მზად იქნება. „აუსტრია’’ 10 დღეში ოთხ მატჩს გამართავს, თუმცა ფიცის აზრით, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

„ბოლო წლებშიც ასე იყო (მოკლე პერიოდში ხშირ თამაშებს გულისხმობს). ახალ მოთამაშეებს ადაპტაციისთვის ბევრი დრო არ დასჭირდათ, ამიტომაც თავიდანვე სრული დატვირთვით შეგვეძლო თამაში, კონფერენს ლიგის მატჩისთვის 100%-ით მზად ვიქნებით’’ - ფიტცის კომენტარს ცნობილი ავსტრიული გამოცემა Krone ავრცელებს.

დომინიკ ფიცი „აუსტრიას’’ ერთ-ერთი ლიდერია. გარდა ამისა, ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელებში ფიგურირებს. Transfermarkt-ის მონაცემებით, ფიცის სატრანსფერო თანხა 3,5 მილიონი ევროა, „აუსტრიაში'' ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია.

საქართველოს თასის მოქმედი მფლობელი „სპაერი’’ დღეს დილით ვენაში ჩაფრინდა. მატჩისწინა ვარჯიში და პრესკონფერენცია 23 ივლისს გაიმართება, მატჩი კი 24 ივლისს, 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
შესაძლოა, სლოვანში ჩემი ბოლო სეზონია | კაშია კვლავ ჩემპიონობას უმიზნებს
შესაძლოა, სლოვანში ჩემი ბოლო სეზონია | კაშია კვლავ ჩემპიონობას უმიზნებს