Sport Mediaset: აგენტი დუმფრისის თაობაზე ბარსელონას წარმომადგენლებს შეხვდა
დენზელ დუმფრისი შესაძლოა „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდეს.
იტალიური გამოცემა Sport Mediaset იუწყება, რომ ფეხბურთელის აგენტმა ჟორჟე მენდეშმა, „ბარსელონას“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და თავისი კლიენტის გადაბირება შესთავაზა.
„ინტერს“ ფეხბურთელის გაყიდვა მიმდინარე თვის ბოლომდე 25 მილიონ ევროს სანაცვლოდ სურს, როგორც ეს მის კონტრაქტშია აღნიშნული, თან თანხის მიღება ერთიანად სურთ, რაც კატალონიელთათვის ხელსაყრელი არ არის.
„ბარსელონას“ ფინანსური ფეარ პლეის წესების გამო, რომელიც ესპანეთში სხვა ლიგებისგან განსხვავებით ზედმეტად არის გამკაცრებული, საშუალება არ აქვს წლიური შემოსავლებიდან ფული სატრანსფერო მიზნებისთვის თამამად დახარჯოს. აქედან გამომდინარე ნიდერლანდელის ტრანსფერი მათ მხოლოდ იჯარით, ან თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდით შეუძლიათ.
„ინტერი“ ასეთ ვარიანტზე თანახმა არ არის, თუმცა თუ დუმფრისს სხვა მსურველი არ გამოუჩნდა, რომელიც 25 მილიონს ერთიანად გადაიხდის, შესაძლოა მილანელებმა პოზიციები დათმონ და უკან დაიხიონ.
ცნობისთვის, დუმფრისის კონტრაქტში მითითებული 25 მილიონიანი გამოსასყიდი ძალაში 31 ივლისამდეა ძალაში.
აქვე გეტყვით, რომ 2024/25 წლების სეზონში სერია A-ში დუმფრისმა 29 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.