ტონი კროოსი
Aa
Aa

კროოსი: „რეალის კრიზისი მოსალოდნელი იყო“

ტონი კროოსის უკანასკნელი სეზონი „რეალში“ ისეთივე ტრიუმფალური გამოდგა, როგორც მთლიანად მისი მადრიდული კარიერა - 2024 წლის მაისში გერმანელმა ნახევარმცველმა სამეფო კლუბის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა კიდევ ერთხელ, რიგით მეხუთედ მოიგო და კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. მისი წასვლის შემდეგ კი გუნდს აშკარად ჩავარდნა დაეწყო და გასულ სეზონში უტიტულოდ დარჩა, რასაც ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი ასეთი მიზეზებით ხსნის:

„ერთი რამ ცხადია, თანამედროვე ფეხბურთში ნახევარდაცვის მაღალ დონეზე თამაშს უდიდესი მნიშვნელობას აქვს და თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა, კარგად დააკვირდეს რა დაემართა როდრის გარეშე დარჩენილ „მანჩესტერ სიტის“.

საქმე იცით რაშია? დაცვითი ყაიდის მქონე ნახევარმცველის მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ ხვდებიან, როდესაც ის მოედანზე არ არის, ხოლო როდესაც მოედანზეა, მისი შრომა შეუმჩნეველია და უმრავლესობა ფიქრობს, რომ მატჩებს თავდამსხმელების გოლები იგებს, რაც ასე ნამდვილად არ არის.

მე მუდამ მადრიდის „რეალის“ გულშემატკივარი ვიქნები. როდესაც მივდიოდი, ვთქვი, რომ სამეფო კლუბს წინ ურთულესი სეზონი ელოდა, რის გამოც ბევრმა ამითვალწუნა. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც ნიშნის მოგებით მკითხეს: „რთული რატომ ელის, რადგან შენ აღარ იქნები?“. არა მეგობრებო, მე უბრალოდ ვიცოდი, რა სირთულეებთანაც მოუწევდა გუნდს შეჯახება და იმედია ეს ყველაფერი მალე დალაგდება“.

მადრიდის „რეალში“ 10-წლიანი თამაშის პერიოდში ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის თასის ხუთჯერ მოგების გარდა, ოთხჯერ ლა ლიგა, ერთხელ კოპა დელ რეი, ოთხჯერ ესპანეთის სუპერ თასი, სამჯერ უეფას სუპერ თასი და ხუთჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კროოსი: „2014 წელს მანჩესტერ იუნაიტედში მივდიოდი, მაგრამ...“
კროოსი: „2014 წელს მანჩესტერ იუნაიტედში მივდიოდი, მაგრამ...“