ილია თოფურია, მაქს ჰოლოუეი, დასტინ პორიე, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„ილიასთან ბრძოლის შემდეგ მაქსი საუკეთესო მოკრივე აღარაა“ - მაიკლ ბისპინგი

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, მაიკლ ბისპინგმა, მაქს ჰოლოუეისა და დასტინ პორიეს ბრძოლაზე საკუთარი პროგნოზი დააფიქსირა. ინგლისელმა მებრძოლმა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ბრძოლა და „დალოცვილის“ ნოკაუტში ჩავარდნაც გაიხსენა.

რას ამბობს ბისპინგი:

„დასტინისთვის დიდი ზეწოლა იქნება, რადგან მშობლიურ ქალაქში იბრძოლებს და მომენტი მთლიანად მასზე იქნება დამოკიდებული. ამან შესაძლოა, ზეწოლისგან თავის დაღწევა გაიძულოს, მაგრამ დასტინი მიჩვეულია ასეთ რთულ მომენტებში ყოფნას.“

„ვიცი, რომ მაქსი მას მიწისკენ მიუთითებს და მებრძოლები დარტყმებს გაცვლიან. ვიცი, რომ ამაზე უარს პორიეც არ იტყვის, ამას გააკეთებს... მშობლიური ქალაქის წინაშე უკან არაფერზე დაიხევს.“

„ვფიქრობ, გამარჯვებული პორიე იქნება. ის მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს.“

„ჰოლოუეი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი დარტყმის უნარით და UFC-ში საუკეთესო მოკრივედ ითვლებოდა. კატართან ბრძოლა ამ უნარების ყველაზე დიდი დადასტურება იყო, მაგრამ... ახლა საუკეთესო ილიაა. თოფურიამ მაქსი გათიშა და ახლა UFC-ის საუკეთესო მოკრივეა. საუკეთესო მაქს ჰოლოუეი აღარ არის. რეკორდები დასამსხვრევად არის შექმნილი, ტიტულები კი – მოსაპოვებლად. ის ერთ დროს UFC-ის საუკეთესო მოკრივე იყო, ახლა კი საუკეთესო ილიაა.“

შეგახსენებთ, რომ მაქს ჰოლოუეისა და დასტინ პორიეს შორის BMF-ის ქამრისთვის ბრძოლა 20 ივლისს, თბილისის დროით 08:00 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რაც ილიაზე თქვა, სიმართლეა, მაგრამ...“ - კორმიე ჰოლოუეის კომენტარს გამოეხმაურა
„რაც ილიაზე თქვა, სიმართლეა, მაგრამ...“ - კორმიე ჰოლოუეის კომენტარს გამოეხმაურა