კოულ პალმერი, ენცო მარესკა
Aa
Aa

„თამაშამდე ამბობდნენ, რომ წაგებული გვქონდა, მაგრამ...“ - პალმერმა ფინალზე ისაუბრა

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ლონდონის „ჩელსიმ“ პარი სენ-ჟერმენი 3:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

მატჩის მთავარი გმირი კოულ პალმერი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ინგლისელმა ფეხბურთელმა მცირე კომენტარი DAZN-ის მიკროფონთან გააკეთა.

რა თქვა პალმერმა:

„ჩემპიონობა საოცარი გრძნობაა. ეს კიდევ უფრო სასიამოვნო ხდება მას შემდეგ, რაც თამაშამდე ხდებოდა. ჩვენი არავის სჯეროდა და ეგონათ, რომ უკვე დამარცხებულები ვიყავით, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ გამარჯვება შეგვეძლო. იმის ყურება, თუ როგორ ვიბრძოდით უბრალოდ - მაგარია! მიყვარს ფინალები და ახლა ეს ისევ მოხდა“.

„მწვრთნელმა შესანიშნავი სათამაშო გეგმა შეიმუშავა. იცოდა, სად იქნებოდა თავისუფალი სივრცეები. ცდილობდა ჩემთვის რაც შეიძლება მეტი ადგილი მოეძებნა, მე კი მხოლოდ გოლების გატანა და მადლობის გადახდა მრჩებოდა. ის რაღაც განსაკუთრებულს და მნიშვნელოვას აშენებს. მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენს შესახებ ბევრი სისულელე ითქვა, მაგრამ ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ“.

კოულ პალმერმა ანგარიში 22-ე წუთზე, ბრწყინვალე ტექნიკური დარტყმით გახსნა, 30-ე წუთზე კი კვლავ ბრწყინვალე შესრულებით სხვაობა ორბურთამდე გაზარდა. 43-ე წუთზე პალმერმა ამჯერად ჟოაო პედროს გაატანინა, ბრაზილიელმა კი თავისმხრივ ლამაზი დარტყმით შეძლო დონარუმას კარის აღება. „ჩელსიმ“ პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა და საბოლოოდ, მარესკას გუნდს შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პალმერის შოუ, განადგურებული პსჟ და განრისხებული ენრიკე - ჩელსი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონია
პალმერის შოუ, განადგურებული პსჟ და განრისხებული ენრიკე - ჩელსი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონია