კევინ გარნეტის კაპიუშონის საიდუმლო ამოხსნილია
პოლ პირსის 34 ნომრიანი მაისურის ხმარებიდან ამოღების ცერემონიას რამდენიმე საინტერესო მომენტი ახლდა თან: პოლ პირსის ცრემლები, მისი შვილის საოცარი პლასტიკა, რეი ალენის არყოფნა, დოკ რივერსის და რაჟონ რონდოს დაბრუნება „ტიდი გარდენში“. თუმცა რა საოცარიც არ უნდა იყოს ყველაზე დიდი ყურადღება გარნეტის კაპიუშონმა მიიპყრო, რომელიც საკმაოდ უცნაური კუთხით და ფორმით იყო გაჩერებული კევინის თავზე და ყველანაირ ფიზიკის კანონებს არღვევდა, საინტერესოა, ისიც, რომ გარნეტის თავის მოძრაობის მიუხედავად ქუდი პოზიციას არ იცვლიდა.

„ტვიტერზე“ ამ მომენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ზოგი მიიჩნევდა რომ გარნეტმა კაპიუშონი განზრახ მიიწება, ზოგი კი ხუმრობდა და კევინის კაპიუშონს „ვაშინგტონ ვიზარდსის“ საჩუქრად მიიჩნევდა.
საბოლოოდ გარნეტმა საიდუმლოს ფარდა საკუთარ გადაცემაში, “KG’s Area 21”-ში ახადა და განაცხადა, რომ ცერემონიის წინ მან თავი გადაიპარსა და მისი კაპიუშონის უცნაურობები სწორედ ამან განაპირობა.