ზაზა ფაჩულიას გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვება და განადგურებული „ფინიქს სანსი“
გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში ტურის დასკვნით მატჩში „გოლდენ სტეიტ უორიორზი“ „ფინიქს სანს“ დაუპირისპირდა და შეხვედრა 46 ქულის სხვაობით მოიგო.
ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა ქართველი ცენტრი, რომელმაც მოედანზე 16 წუთი გაატარა, ფაჩულიამ ამ დროში 4 ქულა, 5 გადაცემა, 6 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი მოაგროვა.
„მეომრების“ რიგებში ორმაგი დუბლი მიითვალა ომრი კასპიმ, 29 წლის მძიმე ფორვარდმა 19 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. 22 ქულა მოაგროვა სტეფ კარიმ, სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ნიკ იანგმა კი 16 ქულას მოუყარა თავი და მარგი ქმედების კოეფიციენტით საუკეთესო იყო ორივე გუნდში.
„ფინიქსის“ რიგებში ელფრიდ პეიტონი გამოირჩა 29 ქულით.
ამ გამარჯვების შემდეგ „გოლდენ სტეიტს“ 44 მოგება დაუგროვდა და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.