გალაში მიქაუტაძეს ილმაზის შემცვლელად მოიაზრებენ | თურქეთში ქართველზე ისაუბრეს
ყოფილმა ფეხბურთელმა და საფეხბურთო ფუნქციონერმა სერკან რეჩბერმა თურქეთში პოპულარულ იუთუბ არხზე, Sports Digitale-ზე „გალათასარაის’’ შესახებ ისაუბრა. მისი აზრით რიშარლისონი და სორლოტი გუნდს კარგად შეეწყობიან, მიქაუტაძეს კი მეორე ფორვარდად მოიაზრებს, ვინც ცვლილებაზე გამოვა და შეტევას გააძლიერებს.
სერკან რეჩბერი: „ოსიმენის წასვლის შემდეგ ცენტრფორვარდის პოზიციაზე რიშარლისონი „გალათასარაის’’ კარგად შეეწყობოდა. ასევე, სორლოტიც კარგი კანდიდატია. მიქაუტაძეს პირველ ფორვარდად ვერ ვხედავ, იკარდის ან ოსიმენის უკან დგას, მიქაუტაძე პირველი ფორვარდის კარგი ალტერნატივაა’’.
Türkiye Gazetesi-ს ცნობით, „გალათასარაის’’ მთავარ მწვრთნელს ოკან ბურუკს მიქაუტაძის დამატება სურს, თუმცა გუნდი ქართველის ტრანსფერზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს თუ გუნდს ბარის ალპერ ილმაზი დატოვებს, რომელიც ამპლუით გარემარბია. ამ ეტაპზე თურქული კლუბი მიქაუტაძის გარშემო არსებულ ვითარებას სწავლობს და ილმაზის წასვლის შემთხვევაში ქართველის შეძენას შეეცდება, რაც რთულად მისაღწევი ამოცანაა, ქართველისთვის პრიორიტეტი ტოპ 5-ში თამაში იქნება. მიქაუტაძე ტოპ 5-ის რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, ყველაზე მეტად „რომა'' აქტიურობს (იხილეთ).
წყაროს ცნობით, ბურუკი ქართველს როგორც გარემარბის, ასევე ცენტრფოვარდის პოზიციაზე ხედავს. უცნაურია მიქაუტაძეს გარემარბის ალტერნატივად რატომ მოიაზრებს. ქართველს გარემარბად „აიაქსში'' უთამაშია, თუმცა საუკეთესო თვისებებს ცენტრფოვარდის პოზიციაზე ავლენს.