„ანჩელოტის დანიშვნა გაამართლებს, ის სკოლარის მაგონებს“ - რონალდო
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რონალდომ ბრაზილიის ნაკრებში კარლო ანჩელოტის დანიშვნაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება გაამართლებს. კარგად ვიცნობ ანჩელოტის, ის გუნდის შექმნაზეა ორიენტირებული. ის ფეხბურთელებთან ურთიერთობაში ლიდერი იქნება, ყველა კამათიდან გამარჯვებული გამოვა და გამოიყენებს მთელ თავის გამოცდილებას, რათა ფეხბურთელების ნდობა მოიპოვოს.
ვფიქრობ, მწვრთნელისთვის ფეხბურთელებთან სწორი ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ანჩელოტი სკოლარის მაგონებს. „ფელიპაო“ ჩვენთვის მამასავით იყო. ვარჯიშები ხშირად მოსაწყენი იყო, მაგრამ მისთვის ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდოდით“.
ცნობისთვის, ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრები რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა და უკვე ორი მატჩის ჩატარებაც მოასწრო - ფრე ეკვადორთან (0:0) და მოგება პარაგვაისთან (1:0).
აქვე გეტყვით, რომ ანჩელოტისა და რონალდოს გზები „მილანში“ გადაიკვეთა, სადაც „ფენომენომ“ წელიწადნახევარი გაატარა და შემდეგ „კორინთიანსს“ შეუერთდა.