კარლო ანჩელოტი, ტიბო კურტუა, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

კურტუა: დროა საჭირო, ჯერ კიდევ ანჩელოტის ფეხბურთს ვთამაშობთ

ტიბო კურტუამ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „ალ აჰლისთან“ (1:1) მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მადრიდის „რეალი" ჯერ კიდევ ვერ მოერგო ჩაბი ალონსოს სათამაშო სტილს და გუნდი კვლავ ანჩელოტის გეგმით თამაშობს.

„ჩაბი ალონსოს სურს ნახოს მისი სათამაშო სტილი, დაცვაში თამაშის განსხვავებული გზა და შეტევაში თამაშის განსხვავებული მიდგომა. ოთხი წელია, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ვთამაშობთ - რაღაცებს მაინც ავტომატურად ვაკეთებთ. ჯერ კიდევ კარლოს დანერგილი სტილით ვმოქმედებთ.

ახალი მწვრთნელის მოთხოვნების შესაბამისად უნდა შევიცვალოთ. ჩვენ ჯერ კიდევ ანჩელოტის ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ შეუძლებელია ეს 4 დღეში შეცვლილიყო. საამისოდ შრომა და დროა საჭირო.

ვცდილობთ, ვუყურებთ ვიდეოებს, ბევრს ვლაპარაკობთ - ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. პირველი მატჩიდან ბევრს ვისწავლით",

- განაცხადა მეკარემ ტიბო კურტუამ.

მადრიდელები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ტურის შეხვედრას 22 ივნისს, მექსიკური „პაჩუკას“ წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი | Goal-ის ფავორიტები პირველი ტურის შემდეგ
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი | Goal-ის ფავორიტები პირველი ტურის შემდეგ