„ინდიანა” – “ნიუ ორლეანის“ დაპირისპირება სახურავის გაუმართაობის გამო გადაიდო
Aa
Aa

„ინდიანა” – “ნიუ ორლეანის“ დაპირისპირება სახურავის გაუმართაობის გამო გადაიდო

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში საკმაოდ უცნაური ფაქტი დაფიქსირდა, „ნიუ ორლეანისა“ და „ინდიანას“ მატჩის დაწყებამდე 30 წუთით ადრე სახურავიდან წვიმის წყალმა გაჟონა და პარკეტი დაასველა.

თავდაპირველად მატჩის სტარტი მხოლოდ 1 საათით გადაიდო, სტადიონის პერსონალმა პრობლემის აღმოფხვრა და პარკეტის გაშრობა სცადა, თუმცა პრობლემური ადგილის იდენტიფიცირება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რამდენიმე მცდელობის შემდეგ მომსახურე პერსონალმა მოახერხა პარკეტის მწყობრში მოყვანა და მატჩის სტარტის დროდ 07:30 გამოცხადდა.

საბოლოოდ მატჩის კომისარმა და NBA-ს წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეხვედრა გადაედოთ, ვინაიდან ასეთ პარკეტზე თამაში საფრთხეს შეუქმნიდა კალათბურთელების ჯანმრთელობას და მხოლოდ ერთი რეგულარული სეზონის მატჩისთვის მოთამაშეთა კარიერის რისკის ქვეშ დაყენება აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედება იქნებოდა.  

მატჩის ჩატარების ოფიციალური თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები