Aa
Aa

"ის ჩემთვის ძმასავითაა" - ვინ დაითანხმა ობამეიანგი "არსენალში" გადასვლაში?

პიერ-ემერიკ ობამეიანგის განცხადებით, მის „არსენალში“ გადასვლაში დიდი როლი ჰენრიხ მხითარიანმა ითამაშა.

გაბონელმა თავდამსხმელმა ამ საკითხზე პრესასთან ისაუბრა.

„ის ჩემთვის ძმასავითაა, რადგან კარგი მეგობრები ვართ. ადრე ერთ გუნდში ვთამაშობდით და ბედნიერი ვარ, რომ ახლაც ასეა.

მან, რამდენჯერმე დამირეკა და მკითხა - მოდიხარ გუნდში თუ არა? ამაზე მე ვპასუხობდი - ჯერ შენ მითხარი გადადიხარ თუ არა „არსენალში“. ბევრი რამის შესახებ ვისაუბრეთ და მოკლედ რომ ვთქვა, ჩემს აქ გადმოსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის.

მოედნის გარეთ ერთმანეთის კარგად გვესმის, რაც იმის ერთ-ერთი მიზეზია, რომ მოედანზეც მშვენივარ ვუგებთ.

„არსენალის“ გულშემატკივარი ბედნიერი უნდა იყოს, რადგან ჩვენ მაქსიმუმს გავიღებთ, ისევე როგორც ამას ადრე ვაკეთებდით“.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ჰენრიხ მხითარიანი „დორტმუნდში“ ერთად 3 წლის განმავლობაში - 2013-დან 2016-მდე თამაშობდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები