საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 126 მედლით დაასრულა
რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მკლავჭიდის 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა - მარჯვენა და მარცხენა ხელით შეჯიბრებისას 126 მედალი მოიპოვა, რაც ისტორიული შედეგია.
ქართველმა პარამკლავჭიდელებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში 56 ოქროს, 46 ვერცხლის და 24 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.