ჯობ ბელინგემი
Aa
Aa

ოფიციალურად - ჯობ ბელინგემი დორტმუნდის ფეხბურთელია

„დორტმუნმდა“ ჯობ ბელინგების გადასვლის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

19 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა.

მანამდე დაიწერა, რომ „დორტმუნდი“ „სანდერლენდს“ 33+5 მილიონ ევროს გადაუხდის. გერმანიაში ჯობის ყოველწლიური ანაზღაურება 3,5 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელს მიმდინარე სეზონში, 43 მატჩში 4 გოლი და 3 ასისტი დაუგროვდა.

გეტყვით ასევე, რომ ჯობის უფროსი ძმა, ჯუდ ბელინგემი მადრიდის „რეალში“ სწორედ „დორტმუნდიდან“ გადავიდა. გერმანულ კლუბში ბელინგემმა 3 წელიწადში 132 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკეს მოთხოვნები | როგორ ყიდულობს პარი სენ-ჟერმენი ფეხბურთელებს
ლუის ენრიკეს მოთხოვნები | როგორ ყიდულობს პარი სენ-ჟერმენი ფეხბურთელებს