ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„ოლივეირას ყბას ავუფეთქებ“ | ილია VS ჩარლზის პირველი პრომო

UFC-მ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შორის დაგეგმილი ჩხუბის პირველი პრომო გამოაქვეყნა.

პრომოში „ელ მატადორის“ და „დუ ბრონქსის“ კარიერის საუკეთესო მომენტებია გამოყენებული, ვიდეორგოლს კი ილია თოფურიას სიტყვები ახლავს.

„შერეული ორთაბრძოლების ახალ თაობას წარმოვადგენ. მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი ვარ. ახლა დროა, მსუბუქ წონით დივიზიონში მსოფლიო ჩემპიონი გავხდე. ქამარი უნდა მოვიპოვო - ეს ჩემი წელიწადია. მსუბუქ წონაში თავს ისე ძლიერად ვგრძნობ, რომ როდესაც ოლივეირას ყბას შევეხები, ის აფეთქდება“.

ცნობისთვის, ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა მსუბუქი წონითი დივიზიონის ვაკანტური საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ. „მატადორისა“ და „დუ ბრონქსის“ ჩხუბი 29 ივნისს გაიმართება და UFC 317-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ილიამ ბოლო დარტყმით მთლიანად გამთიშა | თოფურიას მწვრთნელის კომენტარი
ილიამ ბოლო დარტყმით მთლიანად გამთიშა | თოფურიას მწვრთნელის კომენტარი