პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: როცა ვაგებ, მინდა დავიტანჯო, თავი ცუდად ვიგრძნო, ეს ჩემზე უნდა აისახოს

პეპ გუარდიოლამ Reuters-თან ინტერვიუში მარცხის შემდეგ მის რეაქციაზე ისაუბრა დ აღნიშნა, რომ ასეთ დროს იტანჯება, რაც მისთვის აუცილებელია.

„როდესაც ვაგებთ, მინდა დავიტანჯო. მინდა თავი ცუდად ვიგრძნო. მინდა ცუდად დავიძინო. მინდა ეს ჩემზე აისახოს, როცა ყველაფერი უარესდება... მე ეს მინდა!

ვბრაზდები. ასეთ დროს საჭმელსაც უარესი გემო აქვს... მჭირდება ბრაზი ვიგრძნო. რადგან ეს თუ არა, ისე რა აზრი აქვს? მოგება თუ წაგება... ჩვენ აქ ვართ ამ სამყაროში, რათა გვქონდეს განსხვავებული გამოცდილება, განსხვავებული განწყობა.

რაც შეეხება ტიტულების მოგებას, 16 წლის განმავლობაში 12 ეროვნული ჩემპიონატი მოვიგე. მე ვიტყოდი, რომ ეს არ არის ცუდი შედეგი. მაგრამ ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ. მე ყოველთვის ვერ მოვიგებ ჩემპიონთა ლიგას.

მაიკლ ჯორდანი, საუკეთესო სპორტსმენია, რომელიც ოდესმე მინახავს. მან 15 წლის განმავლობაში NBA მხოლოდ 6-ჯერ მოიგო. ტაიგერ ვუდსი, წარმოუდგენელი გოლფის მოთამაშე, ჯეკ ნიკლაუსი - არ ვიცი, რამდენი მოგება აქვთ მათ. მაგრამ მათ მეტი მარცხი აქვთ, ვიდრე მოგება. სპორტში ეს ხდება",

- განაცხადა გუარდიოლამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფონოვი: ხვიჩას ადაპტაციის გავლაში დავეხმარე? პირიქით, ის დამეხმარა
საფონოვი: ხვიჩას ადაპტაციის გავლაში დავეხმარე? პირიქით, ის დამეხმარა