ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

ოფიციალურად - ტრენტი რეალის ფეხბურთელია

მადრიდის „რეალმა“ „ლივერპულის“ აღზრდილისა და ინგლისის ნაკრების მცველის, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გადასვლა ოფიციალურად გამოაცხადა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელმა სამეფო გუნდთან კონტრაქტი 2031 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა. როგორც ცნობილი ინსაიდერი, ფაბრიციო რომანო წერს, „რეალმა“ ტრენტის კონტრაქტში გამოსასყიდის თანხად მილიარდი ევრო ჩაწერა.

მისივე ცნობით, ესპანური კლუბი „ლივერპულს“ დაახლოებით 10 მილიონ ევროს გადაუხდის, რათა ალექსანდერ-არნოლდმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, „რეალის“ შემადგენლობაში მიიღოს მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი „წითლებში“ 2016 წლიდან თამაშობდა. მიმდინარე სეზონში ტრენტმა 44 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 8 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არაფერს არ გამოვრიცხავთ“ - დონარუმას აგენტი პსჟ-დან მის წასვლაზე
„არაფერს არ გამოვრიცხავთ“ - დონარუმას აგენტი პსჟ-დან მის წასვლაზე