კილიან მბაპე, მიშელ პლატინი
Aa
Aa

„შეეშვით და მესივით თამაშს ნუ სთხოვთ“ - პლატინიმ მბაპე დაიცვა

საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და UEFA-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიშელ პლატინიმ RMC Sport-თან ინტერვიუში „რეალის“ ფრანგ ფორვარდზე, კილიან მბაპეზე ისაუბრა.

„მბაპე ფენომენალურია. მან ესპანეთში 42 გოლი გაიტანა და „ოქროს ბუცი“ მოიგო. ეს ნიშნავს, რომ მას კარგი სეზონი ჰქონდა. მბაპე თამაშობს კლუბში, რომელსაც ცუდი სეზონი ჰქონდა. „რეალის“ შემადგენლობა ბერდება, ხოლო კარლო ანჩელოტის კარიერა დასასრულს უახლოვდება.

ის თავდამსხმელია, რომელსაც გოლები გააქვს. ნუ სთხოვთ მას, რომ ითამაშოს მესივით, მოდრიჩივით, პლატინივით ან ზიდანივით. მბაპე თავდამსხმელია. არის ის ცენტრფორვარდი თუ არ არის, მე არ მესმის, როგორ აფასებენ ამას თანამედროვე მწვრთნელები, მაგრამ ის არის თავდამსხმელი, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და ასეთ დროს ერთი რამ უნდა იცოდე: ან მის გარშემო უნდა ააშენო გუნდი, ან ლამაზად მოთამაშე გუნდი უნდა შექმნა. თუმცა მბაპესთან ერთად მოგების შანსები იზრდება“.

ცნობისთვის, „რეალში“ გადასვლიდან პირველივე სეზონში მბაპემ ყველა ტურნირზე 55 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 42 გოლი და 4 საგოლე პასი გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მხოლოდ მბაპე კლასიკოს ვერასოდეს მოიგებს“ - პეტი რეალის თამაშზე
„მხოლოდ მბაპე კლასიკოს ვერასოდეს მოიგებს“ - პეტი რეალის თამაშზე