Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი | გოგლიჩიძის ემპოლი არ გავარდება
იტალიის სერია A-ს ბოლო ტურის წინ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა. Opta-მ „ნაპოლისა“ და „ინტერის“ საჩემპიონო შანსები შეაფასა და ივარაუდა, სერია B-ში რომელი კლუბები გავარდებიან.
ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს მიხედვით, „ნაპოლის“, რომელიც „ინტერს“ 1 ქულით უსწრებს, „სკუდეტოს“ მოგების 85.44-პროცენტიანი შანსი აქვს. ბოლო ტურში, „პარტენოპეი“ საკუთარ კედლებში „კალიარის“ ხვდება, რომელსაც სერია A-ში დარჩენა განაღდებული აქვს და უმოტივაციოდაა.
Opta-ს მიხედვით, სერია B-ში „ლეჩე“, „ვენეცია“ და „მონცა“ გავარდებიან, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ კი უმაღლეს დივიზიონში დარჩება. ქართველი ფეხბურთელის გუნდის გავარდნის ალბათობა 39 პროცენტია, „ლეჩესი“ – 59.5 პროცენტი, „ვენეციასი“ – 93.84%.
ცნობისთვის, „ემპოლი“ ბოლო ტურში „ვერონას“ ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, უმაღლეს დივიზიონში დარჩენისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს. მისი კონკურენტი, „ლეჩე“ სტუმრად „ლაციოს“ უპირისპირდება, რომელიც ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძვის, „პარმა“ კი „ატალანტას“ გაეჯიბრება.