ირაკლი აზაროვი
Aa
Aa

ოჯახური მიზეზის გამო გათავისუფლება ითხოვა | აზაროვი ბოლო ტურს გამოტოვებს

ტელეგრამის არხის, Inside UPL-ის ცნობით, დონეცკის „შახტარს’’ სეზონის დასკვნით ტურში ალაა გრამი და ირაკლი აზაროვი ვერ დაეხმარებიან. ფეხბურთელებმა ოჯახური მიზეზის გამო გათავისუფლება ითხოვეს, მთავარმა მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა მათი თხოვნა დააკმაყოფილა, ფეხბურთელებმა უკრაინა უკვე დატოვეს.

როგორც აზაროვისთვის, ასევე „შახტარისთვის'' კარგი სეზონი არ ყოფილა, უკრაინის პრემიერ ლიგაში მესამე ადგილზე გადიან, სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მეორეადგილოსან „ოლექსანდრიას'' 5 ქულით ჩამორჩებიან.

რაც შეეხება აზაროვს, მან უკრაინის ჩემპიონატში, თასსა და ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა, მინდორზე 1 160 წუთი გაატარა, მის ანგარიშზე 2 საგოლე პასია. შედარებისთვის, მისმა კონკურენტმა პედრო ენრიკემ 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (2 438 წუთი).

23 წლის ქართველი მარცხენა მცველი, რომელსაც 2024-25 წლების სეზონში „შახტარში’’ მცირე სათამაშო დრო ჰქონდა და მეტწილად სკამზე იჯდა, 30 მაისს 21-წლამდე ნაკრების შეკრებას შეუერთდება. მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს ჯერ სია არ დაუსახელებია, თუმცა ცხადია რომ აზაროვი ამ სიაში იქნება, ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია.

ივნისში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები პოლონელები (11 ივნისი), ფრანგები (14 ივნისი) და პორტუგალიელები (17 ივნისი) იქნებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰაიდენჰაიმის ფრე 0:2-დან - ბუდუს აქტიური ტაიმი ელვერსბერგთან
ჰაიდენჰაიმის ფრე 0:2-დან - ბუდუს აქტიური ტაიმი ელვერსბერგთან