პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლას მუქარა - სიტის თავკაცი შემადგენლობის შემცირებას ითხოვს

პეპ გუარდიოლა „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლით დაიმუქრა, თუ მისი გუნდის შემადგენლობა ამ ზაფხულს არ შემცირდება.

გუშინ „ქალაქელებმა“ პრემიერ ლიგის 37-ე ტურში, „ბორნმუთი“ დაამარცხეს. ამ თამაშის განაცხადში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, რამაც ესპანელი სპეციალისტის უკმაყოფილება გამოიწვია.

„მე ვუთხარი კლუბს, რომ არ მინდა დიდი შემადგენლობა. არ მინდა, 5 ან 6 მოთამაშის ტრიბუნაზე დატოვება. წავალ. შეამცირეთ შემადგენლობა და ამ შემთხვევაში დავრჩები. არ მინდა მყავდეს 24,24,26 ფეხბურთელი, როდესაც ყველა ჯანმრთელია.“, - თქვა გუარდიოლამ მატჩის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ „სიტიმ“ იანვარში 4 ფეხბურთელის შესაძენად 200 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგი დახარჯა. ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის გუნდიდან წასვლა ოფიციალურად დადასტურებულია, ეს კევინ დე ბრუინია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ნერვებზე ვიყავი და რობსონს ტელეფონი ვესროლე | ქეცბაიამ ინგლისური ამბები გაიხსენა
ნერვებზე ვიყავი და რობსონს ტელეფონი ვესროლე | ქეცბაიამ ინგლისური ამბები გაიხსენა