კორღალიძემ ცვლილება გამოიცნო |იბერიამ დინამოს ძაგანიას ბრწყინვალე გოლით მოუგო
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა „იბერიამ’’ შინ თბილისის „დინამოს’’ 1:0 მოუგო. გამარჯვების გოლი ამირან ძაგანიამ გაიტანა, ცვლილებაზე გამოვიდა, გიზი მამაგეიშვილის პასის შემდეგ ლამაზი დარტყმით მაქაცარია უშანსოდ დატოვა. 23 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეექვსედ ითამაშა და „იბერიასთვის’’ პირველად გაიტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ „იბერია'' 40 ქულით პირველზეა და მეორეადგილოსან „დილას'' 8 ქულით უსწრებს. რაც შეეხება „დინამოს'', ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 26 ქულით მე-4 ადგილზეა.
1,88 მ. სიმაღლის ამირან ძაგანია „იბერიაში'' გადასვლამდე „ვიტ ჯორჯიაში'' თამაშობდა, რომლის რიგებში 2021-24 წლებში 104 მატჩში 42 გოლი გაიტანა (Transfermarkt-ის მონაცემებით).
„იბერიაში'' მიმდინარე წლის დასაწყისში გადავიდა, „იბერიას'' მეორე გუნდში რეგულარულად თამაშობს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში 8 მატჩში 2 გოლი შეაგდო, „რუსთავთან'' დუბლი შეასრულა.